ლანჩხუთის მერის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 40-მდე სახლი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი მოსახლეობის ევაკუაციას არ გამორიცხავს. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო, რთული ვითარებაა:
„ინტენსიური თოვის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რთული ვითარებაა, კვლავ გადაუღებლად თოვს. დამატებითი ტექნიკის მობილიზება უკვე მოვახდინეთ და ახლა სხვადასხვა მიმართულებით მიდის, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ხალხის ევაკუაცია, ან მოსახლეობამდე გზის გაყვანა. ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს, მათ შორის: ჩოჩხათის, ღრმაღელისა და აცანას ადმინისტრაციულ ერთეულებს. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკვე გამოვიყვანეთ – ნაწილი სასტუმროებში, ნაწილი კი ნათესავებთან მოვათავსეთ. ამ დროის ინფორმაციით, ჩამონგრეულია ორმოცამდე სახლი. მართალია საცხოვრებელი სახლები დაზიანებულია, მაგრამ დაშავებულებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს“, – აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – საქართველო კი არ არის მოსწავლე, რომელსაც საშემოდგომოს აყოლებენ, „ქართული ოცნებაა“, რომელიც ცდილობს, რაიმე ფორმით ჩააბაროს – კობახიძის თავხედობა ასე მარტივად არ ჩაივლის

კახა წიქარიშვილი დიუშენის მედიკამენტებზე – რამდენიმე ფაქტორი იყო: საზოგადოების მხარდაჭერა, საპატრიარქოს გავლენა და ბიძინა ივანიშვილისადმი წერილი, არ გამოვრიცხავ, პერსონალურ ჩარევას