ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უხვი ნალექის გამო ცენტრალური შესასვლელის სახურავი დაზიანდა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უხვი ნალექის გამო ცენტრალური შესასვლელის სახურავი დაზიანდა.
როგორც აეროპორტის ადმინისტრაციაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ს საერთაშორისო აეროპორტში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო რეისები გადადებულია. შესაბამისად, მსუბუქი გადახურვის დაზიანების მომენტში აეროპორტის ტერმინალში არ იყვნენ მგზავრები და არც პერსონალის დიდი ნაწილი. “ტავ ჯორჯიამ” ინტენსიური აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყო“, – აღნიშნავენ კომპანიაში.