ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია სოფელ შრომაში ახალგაზრდა მამაკაცის დაშავების შესახებ, რომელსაც სასწრაფო დახმარება სჭირდება, მათთვის ცნობილია და შესაბამისი რეაგირება ექნებათ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.
როგორც ისინი აცხადებენ, დასახლებაში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავის თოვლისგან გაწმენდის დროს, ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა, ადგილზე კი დიდთოვლობის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარება ვერ მიდის.
ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, რომ ფაქტს სწავლობენ და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.
“ფაქტი ჩვენთვის ცნობილია, ამ დროისათვის მომხდარს ვსწავლობთ, გვექნება აუცილებლად რეაგირება”, – აცხადებენ უწყებაში.