გაუწმენდავი გზების გამო, ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას აჩერებს, – ინფორმაციას “ბათუმის ავტოტრანსპორტი” ავრცელებს, თუმცა, წერს, რომ მუშაობას აჩერებენ თოვის, და მოყინული გზების გამო, და ცხადია. არ წერენ, რომ რეალური მიზეზი ის კი არაა, რომ თოვს, ან ყინავს, არამედ ის, რომ გზები არაა გაწმენდილი.
ინტენსიური თოვის, შეზღუდული ხილვადობისა და გზებზე წარმოქმნილი ლიპყინულის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით აჩერებს გადაადგილებას ყველა მიმართულებით”, – წერია განცხადებაში.
