ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა – მერიაში აცხადებენ, რომ ოჯახებს უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანენ

ბათუმში თაბუკაშვილის პირველ ნომერში, ორ სართულიანი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოიშალა.
როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ისინი დახმარებას ადგილობრივ მთავრობას სთხოვენ.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ს მერიაში განუცხადეს, დაზარალებულ ოჯახებს უწყება უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანს, შემდეგ კი ადგილის შესწავლა მოხდება.
“შემთხვევის ადგილზე ჩვენი წარმომადგენელი იმყოფებოდა. ოჯახების მდგომარეობა ჩვენთვის ცნობილია, უსაფრთხო ადგილზე გადავიყვანთ. ვისაც დასჭირდება, ყველას აღმოვუჩენთ სათანადო დახმარებას”, – აღნიშნეს უწყებაში.