“აგერ არის…” – პარლამენტის შენობაში “FARA-ს ანალოგი” და მედიის შემზღუდავი კანონპროექტები დაარეგისტრირეს

რეჟიმის თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა ბიუროს სხდომაზე, მათივე მტკიცებით ამერიკული FARA-ს ანალოგი დაარეგისტრირა. ასევე დაარეგისტრირეს მედიის შესახებ კანონი, რომელიც უკვე შეფასდა რეპრესიულა.
“აგერ არის კანონპროექტი, რომელიც სიტყვასიტყვითაა ნათარგმნი და იდენტურია -ში მოქმედი კანონისა”- თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ივანიშვილის თვითგამოცხადებული დეპუტატები ამტკიცებენ, რომ შარშან მიღებული რუსული კანონი ამერიკაში მოქმედი კანონმდებლობის “მსუბუქი ვერსია” იყო და მის ნაცვლად “ახალ, ამერიკაში მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს” მიიღებენ.
რაც შეეხება მედიის ცენზურის კანონპროექტს. ოლიგარქის წარმომადგენლები აპირებენ მიიღონ “კანონი”, რომელიც “მედიის ობიექტურობასა და ეთიკის სტანდარტებს” დაადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ