“ჩვენ უნდა დავრჩეთ ერთიანები და მხარი დავუჭიროთ უკრიანას ისე როგორც არასდროს. ჩვენ უნდამივაწოდოთ უკრაინას იარაღიი, მათ შორის საჰაერო თავდაცვითი სისტემები და ღრმად სასროლი აღჭურვილობა. ლიეტუვა უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს, როგორც შევთანხმდით. ჩვენ უკრიანის თავდაცვის ინდუსტრიაში უნდა ჩავდოთ ფული -“იყიდე უკრაინაში უკრაინისთვის“. ევროპის უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებაზე გადის. მოდით, გავაძლიეროთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, მე გთავაზობთ გაფართოების სამიზნე თარიღს , 2030 წლის 1 იანვარს. მოდით გავხადოთ უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი. უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. ნატოს წევრობა საუკეთესო და ერთადერთი მდგრადი და გრძელვადიანი გარანტიაა უკრაინისთვის და ყველაზე იაფიც, – განაცხადა ნაუსედამ.
