სასამართლოში ანზორ კვარაცხელიას პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მას პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენებას პოლიციელები მისცემენ.
ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – მესამე მოსმენით მივიღებთ კანონს, რითაც გამარტივდება საქართველოში არალეგალურად მყოფი პირების გაძევების პროცედურა – ასევე, მივიღებთ ცვლილებებს, რითაც უცხოელებისთვის გამკაცრდება დასაქმების პირობები

თინა ბოკუჩავა – დაჭერით, დაკავებით, უსამართლობით ივანიშვილი ვერცერთ ლიდერს, კოალიციას, პარტიას, საზოგადოებას ვეღარ შეაშინებს – ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი, რომ ვკონსოლიდირდეთ, შევქმნათ ერთიანი ფრონტი