ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობის საკითხი სტრასბურგში გასაჩივრდება – ადვოკატი

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისთვის აღკვეთოს ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდება. ამის შესახებ დღეს მისმა ადვოკატებმა განაცხადეს.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდება როგორც 7 დეკემბერს მოსამართლე თამარ მჭერლიშვილის მიღებული გადაწყვეტილება მისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ, ისე 10 იანვარს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილება მისი პატიმრობაში დატოვების შესახებ.
” არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომელიც გაამართლებს ანდრო ჭიჭინაძის და მასთან მყოფი სხვა პიროვნებების პატიმრობას. არ არსებობს არცერთი საფრთხე, რომელიც უკვე 2-ჯერ ვერ შეაფასა სასამართლომ. ვერც ერთმა მოსამართლემ და [პროკურატურის შუამდგომლობის] ნოტარიუსის ფუნქცია შეითავსა.
ჩვენ ეს რისკები თავიდანვე შევაფასეთ, საფუძველიც თავიდანვე შევაფასეთ და სასამართლოშიც არაერთხელ გავაჟღერეთ, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო პოტენციური საქმე, რომელიც გაიგზავნებოდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თუ არ იქნებოდა მიღებული ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიეღო სასამართლოს ორივე სხდომაზე.
აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა საკითხი, რომ … რამდნენიმე დღე არის დარჩენილი, უბრალოდ ტექნიკურ საკითხებს მოვაგვარებთ, საბოლოო სახეს მიიღებს სტრასბურგის საჩივარი და ანდრო ჭიჭინაძის საქმე აღკვეთოს ნაწილში გაიგზავნება სტრასბურგის სასამართლოში, სადაც განხილული იქნება როგორც პირველ წარდგენაზე აღკვეთოს ღონისძიების სახით პატიმრობის საკითხი, ასევე შემდგომში, უკვე გადახედვის დროს, ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების საკითხი, როცა ანდრო ჭიჭინაძე, სხვა ბრალდებულებთან ერთად, დარჩა პატიმრობაში”, – განაცხადა ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა.
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მის საქმეს განიხილავენ იგივე ბრალდებით დაკავებულ კიდევ 10 ადამიანთან ერთად. ანდრო ჭიჭინაძე დაკავებამდე არავის იცნობდა მათ შორის, ვისთან ერთადაც ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – დაჭერით, დაკავებით, უსამართლობით ივანიშვილი ვერცერთ ლიდერს, კოალიციას, პარტიას, საზოგადოებას ვეღარ შეაშინებს – ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი, რომ ვკონსოლიდირდეთ, შევქმნათ ერთიანი ფრონტი

მარტა კოსი – საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოში დემოკრატიული საფუძვლების უწყვეტი ეროზიის გამო სერიოზული შეშფოთება გამოვხატე – ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და ვაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას