“ეროვნული ნაკრები, თუ ახლაც არ მოგეძებნათ სიტყვა სანდრო გასამხნევებლად, ან რა ეროვნულობაზე ვლაპარაკობთ, ან რა ნაკრებზე?”– გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი:
ეროვნული ნაკრების ბიჭებო, 5-10-15 წლის წინ, ეროვნული ნაკრების მაისურით სულ პირველად რომ შეხვედით მოედანზე, რომელი წუთი იყო გახსოვთ? რომელმა ფეხბურთელმა ჩამოგართვათ ხელი პირველმა ეგ თუ გახსოვთ? პირველი პასი ვინ გაგიკეთათ? პირველი ყვითელი რომელ ფეხბურთელზე უხეშობისთვის მიიღეთ? პირველი საგოლე გადაცემა ვის გაუკეთეთ?
ქვეყანაში სულ 3-4 ადამიანი გვყავს ისეთი, ვინც გუგლზე სწრაფად გიპასუხებთ ყველა ეგეთ კითხვაზე. სულ რამდენიმე გვყავს ისეთი, ვისაც არასდროს მიუტოვებიხართ, გადაბრუნებული სიტყვა არასდროს დასცდენია თქვენზე, მთელი ცხოვრებაა თქვენი წარმატებებით ცხოვრობს და თქვენზე დარდი ტანჯავს! სანდრო ცნობილაძე ქვია მაგ კაცს და ახლა მის სახლში მილიციაა შევარდნილი და თუ ახლაც არ მოგეძებნათ სიტყვა მის გასამხნევებლად, ან რა ეროვნულობაზე ვლაპარაკობთ, ან რა ნაკრებზე? ძალა ერთობაში გაწერიათ გულზე!