კომენტატორი გიორგი პავლიაშვილი კოლეგას სანდრო ცნობილაძეს სოლიდარობას უცხადებს. პავლიაშვილი ცნობილაძის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება და წერს:
სანდრიკოს გარეშე რეპორტაჟებს არ წავიყვან, ეგ თუ კრიმინალია მე კომენტატორი ვერ ვიქნები.
სოლიდარობა უფროს ძმას”- დაწერა კომენტატორმა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის თქმით, ჩხრეკა დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე ჩატარდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით.
თავად ჟურნალისტი გამომძიებლების ვიზიტს მის სამოქალაქო პოზიციას და პროევროპულ აქციებში მონაწილეობას უკავშირებს.
