BBC-ის შემდეგ, აზერბაიჯანმა კორესპონდენტთა აკრედიტაციის საკითხზე დაწესებული შეზღუდვები გააფართოვა. ამჯერად საუბარია „ამერიკის ხმაზე“.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის, აიხან გაჯიზადეს განცხადებით, “ამერიკის ხმას” აზერბაიჯანში მხოლოდ ერთი კორესპონდენტის მუშაობის უფლება მისცეს.
“ამერიკის ხმის” აზერბაიჯანული სამსახური მუშაობს 1952 წლიდან, თუმცა 2008 წელს უცხოური მაუწყებლების შეზღუდვის შემდეგ, რადიო და სატელევიზიო პროგრამების მაუწყებლობა ინტერნეტითა და სატელიტური გზით ხდება.
საერთაშორისო ტელერადიომაუწყებლობის კორპორაცია BBC -მ აზერბაიჯანის ხელისუფლების მოთხოვნის შედეგად, ასევე დახურა ბაქოში ოფისი. BBC-ს აზერბაიჯანში მხოლოდ ერთი კორესპონდენტის შენარჩუნების უფლება მისცეს.
