ევროკავშირის საგარეო მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი დაამტკიცეს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი დაამტკიცეს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი ინფორმაციით, სანქციების სამიზნე არის ყველაფერი დაწყებული რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემებიდან სათამაშო კონტროლერებით დამთავრებული.
„ის ურტყამს ყველაფერს, დაწყებული ჩრდილოვანი ფლოტის გემებიდან დაწყებული სათამაშო კონტროლერებით, რომლებიც გამოიყენება დრონების სამართავად. ჩვენ ახლა გვაქვს ყველაზე ვრცელი სანქციები, რაც ასუსტებს რუსეთის ომის ძალისხმევას“, – წერს კალასი.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები – აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები