ავსტრალიამ ს წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი გამოაცხადა

ავსტრალიამ, უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად, რუსეთთან დაკავშირებულ 70 ფიზიკური პირსა და 79 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა, – ინფორმაციას ავსტრალიის მთავრობა ავრცელებს.
„სამი წლის განმავლობაში გაბედულად ეწინააღმდეგება ს უკანონო და ამორალურ აგრესიულ ომს. ავსტრალია აგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას. ავსტრალიამ პირველივე დღიდან ცხადყო, რომ რუსეთს და მათ, ვინც ხელს უწყობს მის უკანონო შეჭრას, შედეგები ემუქრება. დღეს ავსტრალიის მთავრობამ დაუწესა დამატებითი მიზანმიმართული ფინანსური სანქციები და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა 70 ფიზიკურ პირს, 79 ორგანიზაციას კი – მიზნობრივი ფინანსური სანქციები. ეს არის ავსტრალიის ყველაზე დიდი სანქციების პაკეტი 2022 წლის თებერვლის შემდეგ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავსტრალიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ახალი სანქციების სამიზნეს წარმოადგენენ პირები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის არალეგიტიმურ ადმინისტრაციას აღმოსავლეთ სა და ყირიმში, „მათ შორის ე.წ. „მინისტრები“, მოსამართლეები და პროკურორები, აგრეთვე პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კონფლიქტთან დაკავშირებულ სექსუალურ ძალადობასა და უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაზე“.
„სანქციები ასევე ეხება იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაში. სანქცირებულებს შორის არიან რუსეთის თავდაცვის, ტრანსპორტისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები და ის პირები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინისა და სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების ძირის გამოთხრის მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“