ზელენსკი არ აღიარებს აშშ-სთან 500 მილიარდი დოლარის მოცულობის ვალს

უკრაინის პრეზიდენტმა, მ 23 თებერვალს განაცხადა, რომ მზადაა დათმოს პრეზიდენტის პოსტი, თუ ეს ს მშვიდობას მოუტანს და თუ ამის სანაცვლოდ უკრაინა ნატოს წევრი იქნება.
ამასთან, ზელენსკი დასძენს, რომ არ აპირებს ხელისუფლებაში ათწლეულების განმავლობაში ყოფნას, მაგრამ პუტინს არ მისცემს საშუალებას მისი ქვეყანა აკონტროლოს.
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ სურს -ის პრეზიდენტი, იყოს უკრაინის პარტნიორი და არა უბრალოდ შუამავალი კიევსა და მოსკოვს შორის.
ამასთან, ზელენსკი აცხადებს, რომ არ აღიარებს უკრაინის მხრიდან 500 მილიარდი დოლარის მოცულობის ვალს აშშ-სთან, იმ დახმარებისთვის, რომელიც ვაშინგტონმა კიევს უკრაინაში შეჭრილი ს ძალების მოსაგერიებლად მიაწოდა. ამ თანხას ტრამპი ასახელებს ხოლმე. ზელენსკის აზრით, გრანტები არ უნდა იყოს აღქმული როგორც სესხი.
ზელენსკის თქმით, თუ ქვეყნებს შორის უკრაინის მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმება უსაფრთხოების გარანტია იქნებოდა, მაშინ ლოგიკური იქნებოდა უკრაინაში აშშ-ის სამხედროების განთავსება.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე დასძენს, რომ აშშ-ის მხრიდან უკვე დაპირებული, 15 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარება ჯერ უკრაინისთვის არ მიუწოდებიათ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ