ტრამპის გამარჯვებამ შეცვალა სიტუაცია, პირდაპირ აღიარა USAID-ისა და NED-ის მავნებლური ქმედებები სხვადასხვა ქვეყანაში. უკვე ყველაფერი ზედაპირზეა და მათ არ შესწევთ ძალა, რამე მავნე ზეგავლენა მოახდინონ ჩვენს ქვეყანაზე

ტრამპის გამარჯვებამ შეცვალა სიტუაცია, პირდაპირ აღიარა USAID-ისა და NED-ის მავნებლური ქმედებები სხვადასხვა ქვეყანაში. უკვე ყველაფერი ზედაპირზეა და მათ არ შესწევთ ძალა, რამე მავნე ზეგავლენა მოახდინონ ჩვენს ქვეყანაზე
ტრამპის გამარჯვებამ შეცვალა სიტუაცია, თითქოს სხვებისთვისაც შეიძლება მოულოდნელი ყოფილიყო, რომ პირდაპირ აღიარა USAID-ისა და NED-ის, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების, პირდაპირ ვიტყვი, მავნებლური ქმედებები სხვადასხვა ქვეყანაში, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მისი თქმით, დაინტერესება ჯერჯერობით კიდევ არის ამ ძალების მხრიდან, თუმცა ეს პროცესი მილევადია.
„კრიტიკულად ვიყავით განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძოდ, USAID-სა და NED-ის მიმართ, რომლებიც პირდაპირ აფინანსებდნენ და ვთხოვდით, გამჭვირვალე ყოფილიყო, პოლიტიკური პარტიების და გარკვეული ჯგუფების დაფინანსება. აქაც თანხვედრაა. დიახ, რა თქმა უნდა, ტრამპის გამარჯვებამ და ტრამპის მოსვლამ შეცვალა ეს სიტუაცია. თითქოს სხვებისთვისაც შეიძლება მოულოდნელი ყოფილიყო, რომ პირდაპირ აღიარა USAID-ის და NED-ის, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების, პირდაპირ ვიტყვი, რომ მავნებლური ქმედებები სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენ ამაზე წინასწარ ვსაუბრობდით. დაინტერესება ჯერჯერობით კიდევ არის ამ ძალების მხრიდან, თუმცა ეს პროცესი მილევადია. უკვე ყველაფერი ზედაპირზეა და რა თქმა უნდა, მათ არ შესწევთ ძალა, რომ რამე მავნე ზეგავლენა მოახდინონ ჩვენს ქვეყანაზე“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში ამბობს, რომ ჩემი ქვეყნისთვის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია, ნებისმიერი თანხის გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი, მაგრამ, როგორც კი ქართველი ამაზე ილაპარაკებს თავის ქვეყანაში, ეს არის რუსული საქციელი

როცა ამბობენ, რომ საქართველო დაშორდა ევროპას და მოლდოვა, „ესენგეში“ მყოფი ქვეყანა ახლოს არის ევროპასთან, იმაზე კი არ უნდა იმსჯელო, ეს განცხადება სწორია თუ არა, არამედ უნდა დასვა კითხვა, რატომ ხდება ასე? – იმიტომ, რომ რაღაც ინტერესი არსებობს