“დიქტატურა და რეპრესიებია – ჯარიმების საშუალებით, ადამიანებს ცხოვრების უფლებსაც უკარგავენ ” – ბაჩო ქაჯაია

ბაჩო ქაჯაია მის ხელმეორედ დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ ახლა ქვეყანაში დიქტატურა და რეპრესიებია.

“17 თებერვალზე არის საუბარი. ზუსტი მასალები არ ვიცი, ჯერ არ გადმომცემია და თუ იქნება ეგეც არ ვიცი. ჩემთან არცერთი პოლიციელი არ მოსულა და არ გავუფრთხილებივარ, რომ რაიმე კანონდარღვევას ვახორციელებდი.

მითუმეტეს, პირველი დაჯარიმების შემდეგ და ყოველთვის მერე შევუერთდი გადაკეტილ რუსთაველს. თვითონ ფაქტი არის აბსოლუტურად ყველანაირ ზღვარს გადასული და ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოს მიღმა, იმიტომ რომ არ შეიძლება თავისუფალი ნების აკრძალვა.

ეს არის პირდაპირი დიქტატურა, ეს არის პირდაპირი რეპრესია და იმ ჯარიმების ოდენობა იმ ადამიანების, რომლების შემოსავალიც შეიძლება ათი თვის ან თხუთმეტი თვის იყოს, ზოგ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ პირდაპირ გულისხმობს, რომ ადამიანებს უკრძალავენ არამხოლოდ გამოხატვის საშუალებას, არამედ ამ ჯარიმების საშუალებით ისინი ცხოვრების უფლებსაც უკარგავენ ადამიანებს”, – ამბობს ბაჩო ქაჯაია.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში ამბობს, რომ ჩემი ქვეყნისთვის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია, ნებისმიერი თანხის გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი, მაგრამ, როგორც კი ქართველი ამაზე ილაპარაკებს თავის ქვეყანაში, ეს არის რუსული საქციელი

როცა ამბობენ, რომ საქართველო დაშორდა ევროპას და მოლდოვა, „ესენგეში“ მყოფი ქვეყანა ახლოს არის ევროპასთან, იმაზე კი არ უნდა იმსჯელო, ეს განცხადება სწორია თუ არა, არამედ უნდა დასვა კითხვა, რატომ ხდება ასე? – იმიტომ, რომ რაღაც ინტერესი არსებობს