ტრამპი გეგმავს “ფული დაიბრუნოს” უკრაინასთან მინერალების შესახებ პოტენციური შეთანხმებით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 22 თებერვალს განაცხადა, რომ სურს მ დააბრუნოს მილიარდობით დოლარი, რომელიც კიევს -მა გაუგზავნა თავდაცვისთვის, ს მხრიდან უკრაინაში სრული მასშტაბის შეჭრის გამო.
“მინდა მათ რაღაც მოგვცენ მთელი ფულისთვის, რომელიც გავიღეთ. ჩვენ ვითხოვთ იშვიათ წიაღისეულს და ნავთობს – ნებისმიერ რამეს, რასაც მოვიპოვებთ” – თქვა ტრამპმა ვაშინგტონთან ახლოს, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) – ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობენ კონსერვატორი აქტივისტები და ოფიციალური პირები მთელი ქვეყნიდან.
ტრამპი ამ განცხადებით გამოვიდა ვაშინგტონსა და კიევს შორის მიმდინარე მოლაპარაკების ფონზე, რომელიც ეხება წვდომას უკრაინის მინერალების რესურსებზე, მათ შორის მინერალებზე, რომლებიც გამოიყენება ელექტრომანქანებისთვის და სხვა ტიპის ტექნოლოგიისთვის.
მიმდინარე კვირაში კიევში ჩავიდა უკრაინისა და რუსეთის საკითხებში ტრამპის საგანგებო წარმომადგენელი, კით კელოგი – მან უკრაინის პრეზიდენტთან, სთან გამართა შეხვედრა და შემდეგ თქვა, ზელენსკის ესმის, რომ აშშ-სთან შეთანხმების გაფორმებას “კრიტიკული” მნიშვნელობა აქვსო. ვიზიტის შემდეგ კელოგმა ზელენსკი შეაქო და მას “გაბედული” უწოდა.
ტრამპმა კონფერენციაზე მხარდამჭერებს უთხრა, რომ მისი ვარაუდით შეთანხმების მიღწევა მოხერხდება.
“ფულს დავიბრუნებთ, იმიტომ რომ ეს უბრალოდ უსამართლობაა” – თქვა მან. “ვნახოთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შეთანხმებასთან საკმაოდ ახლოს ვართ – და სასურველია შეთანხმებასთან ახლოს ვიყოთ”.
გავრცელებული ცნობებით, შემოთავაზებული შეთანხმება აშშ-ის მიანიჭებს წვდომას უკრაინის იშვიათ მინერალებზე, ვაშინგტონის მხრიდან სთვის გამოყოფილი დახმარების სანაცვლოდ. როგორც იუწყებოდნენ, ზელენსკიმ უარი თქვა შეთანხმების პირველი ვარიანტის ხელმოწერაზე, თუმცა 22 თებერვალს ანონიმურად დატოვებული უკრაინელი ოფიციალური პირის სიტყვებზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობა, რომ იგი ახლა სერიოზულად განიხილავს შეთანხმების განახლებულ ვერსიას.
გარკვეული პირობები უფრო მკაცრი ჩანს, ვიდრე პირველ ვერსიაში იყო – იუწყება The New York Times-ი 22 თებერვალს. ახალი ვერსიით – რომელსაც, როგორც გამოცემა ამბობს, მისი ჟურნალისტები გაეცნენ – უკრაინას მოუწოდებენ თავისი რესურსებიდან მოგება გადარიცხოს აშშ-ის ფონდში მანამ, სანამ თანხა 500 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა უკრაინის მედიას უთხრა, რომ შეთანხმებაზე მუშაობა 24 თებერვალს დაიწყება, და რომ უკრაინას სურს მიიღოს კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიები თავის რესურსებთან წვდომის სანაცვლოდ.
ტრამპის მხრიდან რუსეთის მისამართით გაკეთებულმა ჟესტებმა – მათ შორის სამიტის შესაძლებლობამ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის – უკრაინასა და ევროპაში აღძრა შეშფოთება, რომ აშშ-მა, შესაძლოა, მათთვის არახელსაყრელ შეთანხმებას მოაწეროს ხელი.