პოლონეთის ვიცეპრემიერი: უკრაინის Starlink-ზე წვდომის საფასურს ვარშავა იხდის

პოლონეთმა შაბათს გამოაცხადა, რომ ის იხდის უკრაინის მხრიდან Starlink-ის სატელიტურ საინტერნეტო სისტემაზე წვდომის საფასურს და გადახდას გააგრძელებს – მიუხედავად სააგენტო Reuters-ის მიერ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციისა, რომ -მა, შესაძლოა, ს შეუწყვიტოს Starlink-ზე წვდომა, მინერალების საკითხის გამო.
-ის წარმომადგენლებმა, რომლებსაც სურთ კიევმა ვაშინგტონისთვის ხელმისაწვდომი გახადოს უკრაინის მნიშვნელოვანი მინერალები, წამოჭრეს საკითხი, რომ შესაძლოა, ს შეუწყდეს წვდომა ილონ მასკის Starlink-ის სატელიტურ საინტერნეტო სისტემაზე, – წერს სააგენტო Reuters-ი, საკითხში გათვითცნობიერებულ სამ წყაროზე დაყრდნობით.
წყაროთა ინფორმაციით, უკრაინის მხრიდან SpaceX-ის მფლობელობაში მყოფ Starlink-ზე წვდომის საკითხი წამოიჭრა დისკუსიებში აშშ-ის და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის მას მერე, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, მ უარი თქვა აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის თავდაპირველ წინადადებაზე.
Starlink-ი რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას და მის არმიას მნიშვნელოვან საინტერნეტო კავშირს აწვდის.
“ვიხდით და გავაგრძელებთ საფასურის გადახდას უკრაინისთვის სატელიტური ინტერნეტისთვის” – წერს პოლონეთის ვიცეპრემიერი, კშიშტოფ გაუკოვსკი მასკის მფლობელობაში მყოფი სოციალური ქსელით X.
“ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმემ შესაძლოა გადაწყვიტოს გაწყვიტოს კომერციული სერვისის ბიზნეს-კონტრაქტი, რომლის ნაწილი პოლონეთიცაა” – დასძენს გავკოვსკი, რომელიც პოლონეთის დიგიტალურ საქმეთა მინისტრის პოსტსაც ითავსებს.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ Starlink-ის მფლობელი კომპანია, SpaceX-ი, ჯერჯერობით არ გამოხმაურებია კომენტარზე თხოვნას.
სააგენტოს პასუხი არც უკრაინის არმიის წარმომადგენლებისგან მიუღია.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში ს სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ პოლონეთმა უკრაინას მიაწოდა Starlink-ის 20 000 ერთეული და მას შემდეგ აფინანსებს ამ ერთეულების მუშაობას, საინტერნეტო კავშირის უზრუნველსაყოფად – ეს ინფორმაცია პოლონეთის პრეზიდენტის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული, მას Reuters-ი გაეცნო.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში 22 თებერვალს პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს – იმ ფონზე, როცა ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ს შორის უთანხმოება შეშფოთებას იწვევს ს ევროპელ მოკავშირეებს შორის.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ