რაზე ისაუბრა დიდი ბრიტანეთის პრემიერთან ზელენსკიმ და რას წერს ამ საუბრის შემდეგ?

“პროდუქტიული საუბარი მქონდა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან, კირ სტარმერთან. ევროპა უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა დასრულდეს ომი და უზრუნველყოს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები. უკრაინის უსაფრთხოება განუყოფელია ევროპის უსაფრთხოებისგან. კოორდინირებულია ჩვენი სამხედრო თანამშრომლობა, ერთობლივი ნაბიჯები და ჩართულობა მომავალი კვირისთვის, რომელიც იქნება ძალიან აქტიური. დიდი ბრიტანეთი და მისი ხალხი უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან და ჩვენ ვაფასებთ ამას”.