გურიაში და აჭარაში „ენერგო-პრო ჯორჯია” საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ტექნიკურმა ბრიგადებმა დიდთოვლობის გამო დაზიანებული ენერგოინფრასტრუქტურის ნაწილის აღდგენა უკვე მოახერხეს. თუმცა, საგანგებო რეჟიმში მუშაობა კვლავ გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ელექტროენერგია ამ დროისთვის შეზღუდვით მეწოდება ოზურგეთის სოფლების ნაწილს, ასევე, ლანჩხუთის ორი სოფლის – სუფსას და ჩოჩხათის ნაწილს, ჩოხატაურში კი სამი სოფლის – ზემო ხეთის, სამებას და თხილგანის ნაწილს.
„კომპანიის ტექნიკური სამსახური ამ წუთებშიც აქტიურად მუშაობს აღდგენით სამუშაოებზე და აბონენტების უმრავლესობას მოკლე დროში აღუდგება ენერგომომარაგება.
საგანგებო რეჟიმში მუშაობა მიმდინარეობს ასევე ქობულეთში, სადაც სოფლების ნაწილს უკვე აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება. თუმცა, ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტები ძაბვას შეძლებისდაგვარად დროულად მიიღებენ.
ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ასევე ბათუმის მიმდებარე დასახლებების – სამების და ფერიას აბონენტების უმრავლესობას. მუშაობა აქაც მიმდინარეობს და დღის ბოლომდე სრულად აღდგება ენერგომომარაგება.
მუნიციპალიტეტების რაიონული ცენტრები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდებიან“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია