საქართველოში ოთხი ახალი ავიაკომპანია შემოდის – ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ავრცელებს.
„2025 წლის მარტის ბოლოდან, ქვეყანაში ეტაპობრივად იწყებს ოპერირებას:
British Airways – ლონდონიდან
Transavia France – პარიზიდან
easyJet – ლონდონი, მილანი და ციურიხიდან
Edelweiss – ჟენევიდან“,- წერს მარიამ ქვრივიშვილი.
