სვანეთი ამ ეტაპზე მაისი-ოქტომბრის კურორტია და ამ დროსაც კი, სასტუმროების დატვირთულობა მხოლოდ 60%-ს აღწევს. ამის შესახებ BM.GE-სთან მესტიაში სასტუმრო “გისტოლას” დამფუძნებელი, ირაკლი გურჩიანი საუბრობს.
მისი თქმით, სვანეთის ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისება ვერ მოხდება იქამდე, სანამ ქუთაისი-მესტიის გვირაბი არ აშენდება.
“წლევანდელი წელი, არ იყო კარგი. ივნისიც კი არ იყო დატვირთული. ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში იყო საშუალოდ 60%-იანი დატვირთულობა. ამის შემდეგ, იმდენად შემცირდა ტურისტული ნაკადი, რომ სასტუმროების დიდი ნაწილი დაიკეტა. რეალურად, ჩვენც არ გვყავს სტუმრები, მაგრამ სასტუმროს ვერ ვკეტავთ იმის გამო, რომ მერე კადრების ხელახლა მოძიება ძალიან რთულია. იძულებული ვართ ზარალზე გავიდეთ.
