ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლოსწინა ტურში, პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 37:25 ამარცხებს.
მატჩის წინ ტრავმა მიიღო ჩვენი გუნდის ლეგიონერმა ბოლდუინმა და მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, სანაძე, ჯინჭარაძე, შენგელია, შერმადინი. პირველი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და 19:21 დასრულდა. მეორე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა, დაცვაში შესანიშნავად მოქმედებდნენ, პერიმეტრიდან ზუსტად ვერ ისროდნენ, თუმცა შეტევაში მეტოქეზე კარგად თამაშობდნენ და პირველი ტაიმი 37:25 მოვიგეთ.
