ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში „ჰამასის“ 4-კილომეტრიანი გვირაბი აღმოაჩინა

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორში „ჰამასის“ უდიდესი, 4-კილომეტრიანი გვირაბი აღმოაჩინეს.
თავდაცვის ძალების ცნობით, გვირაბი საკმარისად ფართოა იმისთვის, რომ დიდმა ავტომობილმა გაიაროს, აღჭურვილია ელექტროენერგიით, ვენტილაციისა და კომუნიკაციის სისტემებით და მისი სიღრმე 50 მეტრამდე აღწევს.
გვირაბი არ გადადის ს ტერიტორიაზე და ჩრდილოეთ ისრაელ-ღაზას საზღვარზე მდებარე ახლად დახურულ ერეზის გადასასვლელიდან 400 მეტრის მოშორებით მთავრდება.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გვირაბი „ჰამასის“ სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ნაწილია და განადგურდება.

ასევე დაგაინტერესებთ