19 ჭრილობა გულ-მკერდსა და ფილტვში, 9 – მხრებზე და ხელებზე – ექსპერტი

9 ჭრილობა მხრებზე და ხელებზე, 19 გულ-მკერდსა და ფილტვში – კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტი დაიკითხა. საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში ექსპერტმა იმ დაზიანებების ხარისხი აღწერა, რომელიც ტრანსგენდერ ქალს სიცოცხლეში მიაყენეს.
ეს იყო მძიმე ხარისხის დაზიანებები, რომლებიც პირდაპირ იწვევდა სიკვდილს. სხვ ჭრილობებმაც მიიღო მონაწილეობა და საერთო ჯამში, სისხლნაკლებობაა სიკვდილის მიზეზი, – თქვა ექსპერტემა პროცესზე.
გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულს დაცვის მხარე სადავოს ხდის. მათი მტკიცებით, ბექა ჯაიანის მკვლელობა გენდერული ნიშნით არ ჩაუდენია.
დღევანდელ პროცესს თავად ბრალდებული, ბექა ჯაიანი არ ესწრებოდა. მომდევნო სასამართლო სხდომა 13 მარტს გაიმართება, რომელზეც უკვე ბრალდებული სიტყვით მიმართავს.