საქართველოში ვიხილეთ, როგორ შეიძლება მტკიცებულების გარეშე არჩევნების დისკრედიტაცია, პროცესების დესტაბილიზაცია ოპოზიციური ჯგუფების და უცხოური აქტორების მეშვეობით

საქართველოში ვიხილეთ, როგორ შეიძლება მტკიცებულების გარეშე ს დისკრედიტაცია, პროცესების დესტაბილიზაცია ოპოზიციური ჯგუფების და უცხოური აქტორების მეშვეობით
საქართველოში ვიხილეთ, როგორ შეიძლება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე არჩევნების დისკრედიტაცია და პოლიტიკური პროცესების დესტაბილიზაცია ოპოზიციური ჯგუფების და მათთან დაკავშირებული უცხოური აქტორების მიერ კოორდინირებული დეზინფორმაციისა და სიცრუის კამპანიების მეშვეობით, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთო-ს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტზე განაცხადა.
მახაშვილის თქმით, მიმდინარე საგაზაფხულო პლენარულ სესიაზე საქართველო აქტიურად იმუშავებს, რათა გააუმჯობესოს როგორც პოლიტიკური ჩარჩო, ისე მისი პრაქტიკული განხორციელება საზოგადოებრივ და მედიის სფეროებში.
„ახალმა ტექნოლოგიებმა და სოციალურმა მედიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი საარჩევნო გარემო. დღეს ისინი წარმოადგენს როგორც შესაძლებლობას დემოკრატიული პროგრესისთვის, ისე გამოწვევას საარჩევნო პროცესებისთვის. საქართველოში, პირველად ჩვენს ისტორიაში, გამოვიყენეთ SmartMatic-ის ელექტრონული აპარატები ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის, ხმის მიცემის, დათვლისა და საარჩევნო ოქმების შეჯამებისთვის – რაც ამომრჩევლების 90%-ზე მეტს მოიცავდა. ამ მნიშვნელოვანმა ინიციატივამ არსებითად შეამცირა ადამიანური შეცდომები და, პრაქტიკულად, აღმოფხვრა რამე სერიოზული საარჩევნო დარღვევები. საერთო ჯამში, აღნიშნულმა ხელი შეუწყო საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას საარჩევნო სისტემის მიმართ. ასე რომ, ახალი ტექნოლოგიების არ უნდა შეგვეშინდეს, თუმცა, ტექნოლოგიის შესაძლებლობა, რომ გაზარდოს საზოგადოებრივი ნდობა, რისკებსაც შეიცავს, როდესაც მას ადამიანები ბოროტად იყენებენ. მაგალითად, 2024 წელს საქართველოში ვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე არჩევნების დისკრედიტაცია და პოლიტიკური პროცესების დესტაბილიზაცია ოპოზიციური ჯგუფების და მათთან დაკავშირებული უცხოური აქტორების მიერ კოორდინირებული დეზინფორმაციისა და სიცრუის კამპანიების მეშვეობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ახალი ტექნოლოგიების და მედიის მხრიდან დემოკრატიული პროცესის მდგრადობისა და საარჩევნო მთლიანობის გასამტკიცებლად, აუცილებელია, რომ მათი გამოყენება ხდებოდეს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სტანდარტების უპირობო დაცვით. მიმდინარე საგაზაფხულო პლენარულ სესიაზე საქართველო ორივე მიმართულებით აქტიურად იმუშავებს, რათა გააუმჯობესოს როგორც პოლიტიკური ჩარჩო, ისე მისი პრაქტიკული განხორციელება საზოგადოებრივ და მედიის სფეროებში. მოხარული ვიქნებით, ვითანამშრომლოთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დაინტერესებულ წევრებთან, რათა შევისწავლოთ ამ მიმართულებებით თქვენი საუკეთესო გამოცდილება.
დაბოლოს, მინდა, გამოვეხმაურო კომიტეტის ანგარიშის რაპორტიორს, ქალბატონ ოდებრინკს. ვიდრე სიტყვებს „პოლიტიკური რეპრესიები“ გამოიყენებთ, გაითვალისწინეთ, რომ საუბარია 29 ადამიანზე, რომელთა მიმართაც არის სისხლის სამართლის დევნა დაწყებული, რადგან „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ პოლიციელებს და თავს ესხმოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს. თითოეულ მათგანზე არსებობს კონკრეტული ვიდეომტკიცებულებები. საქართველოს ხელისუფლება მზად არის თქვენთან და თქვენს გუნდთან თანამშრომლობისთვის და ამ ვიდეომტკიცებულებების გაზიარებისთვის თქვენი ანგარიშის წერის პროცესში“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როცა ამბობენ, რომ საქართველო დაშორდა ევროპას და მოლდოვა, „ესენგეში“ მყოფი ქვეყანა ახლოს არის ევროპასთან, იმაზე კი არ უნდა იმსჯელო, ეს განცხადება სწორია თუ არა, არამედ უნდა დასვა კითხვა, რატომ ხდება ასე? – იმიტომ, რომ რაღაც ინტერესი არსებობს

ჯიმ რიში ამბობს, რომ ჩემი ქვეყნისთვის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია, ნებისმიერი თანხის გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი, მაგრამ, როგორც კი ქართველი ამაზე ილაპარაკებს თავის ქვეყანაში, ეს არის რუსული საქციელი