ევროკავშირის ლიდერები 24 თებერვალს უკრაინაში ჩავლენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მესამე წლისთავზე, 24 თებერვალს კიევში ჩავლენ. ამის შესახებ ანტონიუ კოშტა სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ორშაბათს, 24 თებერვალს სრულდება სამი წელი ში ს სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან. გადავწყვიტე, ამასთან დაკავშირებით ვიყო კიევში ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, რათა დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა გმირი უკრაინელი ხალხისადმი და დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტ ზელენსკისადმი“, – წერს ანტონიუ კოშტა.
24 თებერვალს უკრაინის დედაქალაქში ვიზიტს გეგმავს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესიც.
1tv.ge