მარკ რუტე ევროპას: გაზარდეთ თავდაცვის ხარჯები…შეიძლება სატელეფონო ზარები მიიღოთ სასიამოვნო კაცისგან ვაშინგტონიდან

ნატო-ს გენერალური მდივანი ევროპის ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდებს. მარკ რუტეს თქმით, ალიანსის 22-23 სახელმწიფო უკვე ხარჯავს მინიმალურად საჭირო მშპ-ის 2%-ს თავდაცვაზე, მაგრამ არიან ისინი, ვისაც ეს ჯერ არ გაუკეთებია.

“მათ ვეუბნები, გაზარდეთ თავდაცვის ხარჯები. თუ ჩემს სატელეფონო ზარებს არ უპასუხებთ, შეიძლება სატელეფონო ზარები მიიღოთ ძალიან სასიამოვნო კაცისგან ვაშინგტონიდან, რომელსაც შესაძლოა მეტი დროის შეზღუდვა აქვს იმაზე, თუ რისი მიღწევაც სურს” – თქვა რუტემ სლოვაკეთის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას