აფხაზური ოპოზიცია პუტინს სთხოვს, აღკვეთოს რუსულ მედიაში მათ “პროდასავლურობაზე” საუბარი

აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო ს პროცესში, რუსულ ფედერალურ მედიაში აფხაზური ოპოზიციური კანდიდატისა და ზოგადად, ოპოზიციის “გაშავების” აღკვეთის მიზნით, აფხაზური ოპოზიცია დახმარებისთვის ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართავს:
“საარჩევნო კაპანიის დაწყებისთანავე უპრეცედენტო ზეწოლაა ს მოქალაქეებზე, ცნობილი რუსი წამყვანები და ექსპერტები ფედერალურ მედიაში საუბრობენ “პროთურქულ” და “პროდასავლურ” ძალებზე აფხაზეთში, რითაც ერთ-ერთ კანდიდატს აშავებენ. აფხაზი ხალხი ყოველთვის ხედავდა თქვენში საიმედო დამცველსა და მფარველს. მოგმართავთ გულწრფელი თხოვნით, ყურადღება მიაქციოთ შექმნილ მდგომარეობას და შეაჩეროთ ეს დამანგრეველი პროცესი, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყნებს შორის სამოკავშირეო ურთიერთობებს”, – ნათქვამია მიმართვაში.
ამასთან, აფხაზური ოპოზიცია მიმართვაში ირწმუნება, რომ თანამედროვე აფხაზეთის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა პოლიტიკური თუ სხვა ძალა, რომელიც რუსეთის გარდა განვითარების სხვა ვექტორს ხედავს.
“თუმცა ბოლო წლებში ცალკეული პორები, სხვანაირად წარმოაჩენენ სიტუაციას. ავრცელებენ ცრუ ანტირუსულ და პროდასავლურ ნარატივებს პოლიტიკური მანიპულაციებისთვის. ექს პრეზიდენტის [ასლან ბჟანია] გადადგომის შემდეგ ვიმედოვნებდით, რომ ეს რიტორიკა წარსულში დარჩებოდა, თუმცა პირიქით მოხდა”.
აქვე, აფხაზური ოპოზიცია პუტინის პირად როლზე საუბრობს აფხაზების ცხოვრებაში.
“თქვენს მოსვლასთან ერთად აფხაზეთისადმი რუსეთის დამოკიდებულება შეიცვალა, ბლოკადა მოიხსნა და აფხაზეთის მოქალაქეებმა რუსეთის მოქალაქეობა და პენსიების მიღება დაიწყეს. 2008 წელს კი რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. დღეს რუსეთი ქვეყნის სტაბილური განვითარების გარანტია, რუსული ჯარები ჩვენი საზღვრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ”.
მას შემდეგ რაც ასლან ბჟანია, დე ფაქტო პრეზიდენტი აფხაზეთში პრორუსული კანონების მიღებასთან დაკავშირებით საპროტესტო ტალღის ფონზე გადადგა, აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა, რომელშიც მთავარი კანდიდატები კრემლის მიერ მხარდაჭერილი ასლან ბჟანიას თანაგუნდელი ბადრა გუნბა და ოპოზიციის კანდიდატი ადგურ არძინბა არიან. დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სწორედ მათ შორის გაიმართება პირველ მარტს.

ასევე დაგაინტერესებთ