მოლდოვა სამხედრო წვრთნას ატარებს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი, სეპარატისტული დნესტრისპირეთის სიახლოვეს

პროდასავლური ორიენტაციის მქონე მოლდოვამ 17 დეკემბერს დაიწყო სამხედრო წვრთნა ს მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის სიახლოვეს – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო და დასძენს, რომ მანევრები 22 დეკემბრამდე გაგრძელდება.
მოლდოვის არმიის განცხადებით, მანევრები ჩატარდება ბულბოაკას საწვრთნელ ცენტრში.
ფეისბუკით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს სამხედრო მანქანები, რომლებიც რეგიონის გზებით გადაადგილდებიან.
რუსეთს დნესტრისპირეთში 1000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს განთავსებული, “მშვიდობის დამცველების” სტატუსით.
მოლდოვის პარლამენტმა 15 დეკემბერს დაამტკიცა ეროვნული უსაფრთხოების პროდასავლური სტრატეგია – ამ ინიციატივას მიესალმა ქვეყნის პრეზიდენტი, მაია სანდუ და მას უწოდა უსაფრთხოებისკენ და სტაბილურობისკენ გადადგმული ნაბიჯი.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა – ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება