საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი – ევროპამ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ლეთარგიული ძილიდან უნდა გამოიღვიძოს

ევროპამ უნდა გამოიღვიძოს, – ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა.
„ევროპამ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ლეთარგიული ძილიდან უნდა გამოიღვიძოს, რომლითაც მას, სამწუხაროდ, უკვე გარკვეული პერიოდია სძინავს“, – განაცხადა კირიაკოს მიცოტაკისმა.
მისი თქმით, ევროპამ საკუთარი თავდაცვის პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს, რაც მას -ზე დამოკიდებულების შემცირების საშუალებას მისცემს.
„ბოლოდროინდელი მოვლენები და აშშ-ის განსხვავებული შეხედულებები გვავალდებულებს, რომ სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ, სწრაფად ვიმოქმედოთ და იმ საკითხების შესახებ, რომლებსაც განვიხილავთ, გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – აღნიშნა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.