გიტანას ნაუსედა – უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი მაგიდაზე უნდა დარჩეს -უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოების ნაწილია, მოქმედების დროა

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლავე უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად. საუბრის დრო აღარ არის – მოქმედების დროა, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას
„უკრაინის უსაფრთხოების რეალური გარანტიები – ნატო-ს წევრობა მაგიდაზე უნდა დარჩეს. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ომის დანაშაულებზე და სანქციები ძალაში უნდა დარჩეს მანამ, სანამ აგრესია არ შეჩერდება“, – აღნიშნა ნაუსედამ.
მისივე თქმით, საჭიროა სასწრაფო დაფინანსება იარაღისთვის და 10 მილიარდი ევრო უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის, ასევე სთვის გაყინული აქტივების ჩამორთმევა და ტარიფების დაწესება რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტირებულ საქონელზე.
„უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება – მიზნობრივი თარიღი 2030 წლისთვის. უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოების ნაწილია. ვიმოქმედოთ ერთად“, – აღნიშნა ნაუსედამ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რეჟიმი ვერ მართავს ქვეყანას და ამის მაგალითი არის დღეს გურიაში – მხოლოდ ტყუილები შეუძლიათ, თითქოს სამი დღის წინ გაგზავნეს საგანგებო ძალები, არაფერიც, დღეს დაიწყეს, როცა ხალხის რეაქცია მოჰყვა

გრიგოლ გეგელია – დიდთოვლობის დროს ვერ ვშველით ადამიანებს, ეს ხელისუფლების პოლიტიკის კრახია – ქვეყანას მართავენ უგუნურები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, როგორ დაიცვან ჩვენი ცხოვრება