უკრაინის ცესკოს თავმჯდომარე: ამ ეტაპზე არჩევნების შესახებ ლაპარაკი სასარგებლოა აგრესორისთვის

„ამ ეტაპზე ში ს შესახებ ლაპარაკი სასარგებლოა აგრესორისთვის, რომელსაც ვითარების დესტაბილიზაცია სურს“, თქვა ოთხშაბათს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ოლეჰ დიდენკომ. მისი თქმით, ამ საკითხს წამოჭრიან იმისთვის, რომ „ძირი გამოუთხარონ უკრაინის მთავრობის ლეგიტიმურობას, დაასუსტონ მთავრობის მიმართ ნდობა და დაასუსტონ სადმი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა“.
დიდენკომ ამას უწოდა „ჰიბრიდული ომი“, რომელსაც „მტერი აქტიურად იყენებს“.
ს თავმჯდომარის სიტყვებით, უკრაინაში არჩევნების ჩატარება „თეორიულად შესაძლებელია“, მაგრამ ამისთვის აუცილებელია დამყარდეს მშვიდობა და გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა.
„დღესდღეობით არც ფაქტობრივი და არც იურიდიული საფუძველი არა გვაქვს არჩევნებზე სალაპარაკოდ. ამჟამად საგანგებო მდგომარეობა გვაქვს გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობის პირობებში არ ხდება არჩევნების ორგანიზება ან ჩატარება,“ თქვა დიდენკომ.
ის ასევე შეეხო ფოსტის მეშვეობით ან ელექტრონული გზით კენჭისყრის ჩატარების შესაძლებლობას. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, ომით გაჩანაგებულ ქვეყანაში ძალზე რთული იქნებოდა ამის გაკეთება და ეს დამატებით ეჭვებს გააჩენდა კენჭისყრის სანდოობის მიმართ. თავის მხრივ, ეს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის საფრთხეს შეიცავს.
დღესვე, უფრო ადრე, -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი და მას უწოდა „დიქტატორი, რომელიც არ აურჩევიათ“. მსგავსი ბრალდება არაერთხელ წაუყენა ზელენსკის ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 2024 წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო, არ გამართულა ქვეყანაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – არასამთავრობოები და ოპოზიცია გვეუბნებოდნენ, ბომბების ცეცხლი გვირჩევნია, სირცხვილით წვას, რომ რუსეთთან ესკალაციას არ ვახდენთო – რა ტიპის ქვეყანა ვიქნებოდით, ვისი ტანკი იდგებოდა, ვისი ტყვია გაისვრიდა, აღარავის ეცოდინებოდა