ზურაბიშვილის თქმით, მიიღო გზავნილები ივანიშვილის საყრდენი ბიზნესმენებიდან

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ მასთან „მივიდა გზავნილები“ ბიზნესწრეებიდან, რომელიც ს საყრდენად მოიაზრებიან და არ სურთ, სანქციები დაუწესდეთ.
ამის შესახებ მან „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა კითხვაზე, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში მისი საუბრების ნაწილი იყო თუ არა ევროპის ცალკეული ქვეყნების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესება ადგილობრივ რეჟიმზე და მათ ხელშემწყობ ბიზნესმენებზე. გადაცემის წამყვანმა, გიორგი თარგამაძემ ამ კონტექსტში ახსენა „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის განცხადება ბიზნესისთვის შექმნილ პრობლემაზე.
„ბრიტანელებს ვერ შევხვდი ამჟამად. მაგრამ ვაპირებ, ბრიტანეთის პარლამენტის მიერ უნდა ვიყო მიწვეული. კი, როგორ არ იყო სანქციებზე საუბარი?! ძირითადად მეკითხებოდნენ, თუ რამდენად არის ეფექტიანი. ჩემთან მოვიდა უკვე რამდენიმე გზავნილი ბიზნესწრეებიდან, რომლებსაც ვთვლით, რომ არიან პირველი წრე, ივანიშვილის პირველის საყრდენი… და „ჩვენ არ ვართ ის, რაც გგონიათ და ა.შ.“. ჩემთან თუ მოვიდა, ეს არის იმისთვის, რომ იქ იყოს ნათქვამი. ძალიან საინტერესოა, ეს იმას ნიშნავს, რომ სანქციები მუშაობს, როცა თუნდაც არ არის დაწესებული. ყველას კარგად ესმის და პირველ რიგში ბიზნესს, რამდენი
რამ არის დასაკარგი ამ სანქციებით“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან კიდევ ერთხელ გაახმოვანა საზოგადოებრივი ფონდის შექმნის ინიციატივა, რათა რეპრესირებული საჯარო მოხელეები და პატიმრები დაცული იყვნენ.
„მინდა, მივიდეთ ბიზნესთან და ვუთხრათ, რას ველოდებით მათგან“, — დასძინა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია