2022 წლის თებერვალი იყო.. რუსეთის კარგად აღჭურვილი და მოდერნიზებული არმია კიევთან იდგა.. მსოფლიო პანიკაში იყო.. ბაიდენი ზელენსკის ევაკუაციას სთავაზობდა.. ბრიტანეთი პარტიზანული წინააღმდეგობის მხარდაჭერას.. გერმანია ნორდ-სტრიმ 2 არ აჩერებდა და რამდენიმე ათასი რკინის ჩაფხუტის გაგზავნას აპირებდა კიევის მხარდასაჭერად. მსოფლიო სამხედრო ექსპერტები და პენტაგონის გენერლები სულ რამდენიმე კვირას აძლევდნენ უკრაინელებს დანებებისთვის. სწორედ ამ დროს უკრაინის გენშტაბმა თავის ფეისბუქზე დაწერა Вірте в ЗСУ! (გჯეროდეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების). კი ეს მოულოდნელი იყო და ხალხმაც დაიჯერა და ირწმუნა. მას მერე პუტინის ურდო გაყარეს კიევიდან და სუმიდან, ხარკოვიდან და ხერსონიდან. დღეის მდგომარეობით კი რუსეთის ტერიტორიებზეც გადავიდნენ და იქითა მხარის ოკუპაცია მოახდინეს… და დღემდე იბრძვიან და ძვლებში ლეწავენ ურიცხვ ურდოს.. და ასეც იქნება სანამ თავად უკრაინელი ხალხი გადაწყვეტს იმას ეს ომი უღირთ თუ არა.. ეს დანაკარგები უღირთ თუ არა.. ეს სამამულო ომია.. და ეს სამართლიანი წინააღმდეგობაა.. ომი გადარჩენისთვის და სუვერენიტეტისთვის.. მხოლოდ უკრაინელებს აქვთ უფლება მოითხოვონ მისი შეჩერება ან გაგრძელება. ნიშნის მოგებით ნუ საუბრობთ ამ ხალხზე.. ეს მხოლოდ თქვენ მორალურ სიცარიელეს ადასტურებს..
