ზურაბიშვილთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ არავინ მიიღებს მონაწილეობას წულუკიანის რუსულ კომისიაში – ბოკუჩავა

19 თებერვალს, საქართველოს მე-5 პრეზიდენტს ოპოზიციის ლიდერები შეხვდნენ, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის საკითხი განიხილეს.
შეხვედრის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოპოზიციიდან არავინ მიიღებს მონაწილეობას “რუსულ კომისიაში”.
“ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ დღევანდელ შეხვედრაზე, საერთო ოპოზიციურ ფორმატში არის ის, რომ არავინ მონაწილეობას არ მიიღებს ს რუსულ კომისიაში. ყველას გვესმის, რომ ეს რუსული კომისია ემსახურება საქართველოს უახლესი ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობას და არის მიმართული საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ…”, – თქვა ბოკუჩავამ. კითხვაზე, ემუქრებათ თუ არა სასჯელი კომისიაშ არმონაწილეობის გამო? – ოპოზიციონერი პასუხობს: “გვემუქრება კი, მაგრამ ამის არავის ეშინია”.
“ქართული ოცნების” სადავო პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა.
კომისიის შექმნაზე 9 იანვარს ისაუბრა მ. მან აღნიშნა, რომ კომისია შეისწავლის:
· საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს;
· ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს;
· კორუფციას და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას;
· 2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“;
· მდინარაძემ აღნიშნა, რომ „2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები“.
2024 წლის 7 აგვისტოს 16 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან. ბოლო ერთ წელში „ქართული ოცნება“ უფრო ხშირად ლაპარაკობს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2008 წელს ჩადენილ დანაშაულზე ჩვენ დღემდე მხოლოდ მინიშნებებით ვსაუბრობდით, რასაც თავისი ობიექტური მიზეზი ჰქონდა… ჩვენ ვიქნებით მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება“, – განაცხადეს „ქართულ ოცნებაში“ აგვისტოს ომის მე-16 წლისთავის დღეებში.

ასევე დაგაინტერესებთ