თუკი გვსურს საქართველო მივიღოთ ევროკავშირში, მაშინ ჩვენ უნდა გადავტვირთოთ ურთიერთობები, საქართველოს ხელისუფლება მივიღოთ, როგორც რეალური პარტნიორი და დიალოგის გზით მოვაგვაროთ დავები

თუკი გვსურს საქართველო მივიღოთ ევროკავშირში, მაშინ ჩვენ უნდა გადავტვირთოთ ურთიერთობები, საქართველოს ხელისუფლება მივიღოთ, როგორც რეალური პარტნიორი და დიალოგის გზით მოვაგვაროთ დავები
ევროპარლამენტში საქართველოზე დისკუსიების დასაწყისშივე ვცდილობდი ყურადღება გამემახვილებინა იმ ფაქტზე, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია ს მიერ. შესაბამისად, წარმოუდგენელია და საშინელებაა, რომ საქართველოში რომელიმე მთავრობას უწოდო პრო-რუსული, ეს თეორიულადაც კი წარმოუდგენელია, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ბრანისლავ ონდრუშმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.
მისი თქმით, ევროკავშირის და განსაკუთრებით ევროპარლამენტის მიდგომა საქართველოსადმი იმთავითვე არის სრულიად უსამართლო და ეფუძნება ყალბ წინაპირობებს.
„თუკი გვსურს, გვქონდეს რაიმე სახის გავლენა საქართველოში, საჭიროა კომუნიკაცია, როგორც თანასწორ პარტნიორთან. ყველაფერი უნდა განვიხილოთ პარტნიორული დიალოგის ფარგლებში. აშკარაა და ცალსახაა, რომ ევროკავშირს არ აქვს ძალაუფლება და უფლებამოსილება, რომ რომელიმე ქვეყანაში რამე ძალის გამოყენებით შეცვალოს. პირიქით, საჭიროა დიპლომატიური კომუნიკაცია, შეხვედრები და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების აღიარება.
საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის ნებისმიერ ქმედებას, სწორედ ეს უნდა დაედოს საფუძვლად. მე, როგორც პოლიტიკოსი თუ ექსპერტი, რომელიც არაერთ აქტივობაში ვმონაწილეობდი, რომ საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოგვემზადებინა, ქართველ კოლეგებთან საუბრისას არასოდეს ვერიდებოდი ღია საუბრებს სენსიტიურ თემებზე და ისინი ყოველთვის ჯანსაღად იღებდნენ კრიტიკას და ითვალისწინებდნენ.
თუკი გვსურს საქართველო მივიღოთ ევროკავშირში, მე ამას ვემხრობი და მჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, მაშინ ჩვენ უნდა გადავტვირთოთ ურთიერთობები, საქართველოს ხელისუფლება მივიღოთ, როგორც რეალური პარტნიორი და დიალოგის გზით მოვაგვაროთ დავები. საქართველოში ახალი ს ჩატარების მოთხოვნის შემცველ რეზოლუციებს მე ყოველთვის ვეწინააღმდეგები. ასეთი მიდგომა რეალობას აბსოლუტურად არის აცდენილი, ეს ასუსტებს ჩვენს პოზიციას საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლებასთან და ვკარგავთ უნარს, რომ რაიმე სახის გავლენა გვქონდეს.
ვფიქრობ, სრულიად საშინელი მოთხოვნაა, სიტყვებიც არ მყოფნის, რა ვუწოდო ამ საშინელ მიდგომას. საერთოდ აღარ გვრჩება ასეთ ვითარებაში არანაირი შესაძლებლობა, რომ საქართველოსთან სიტუაცია დავალაგოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება, იმიტომ, რომ ამის არანაირი საფუძველი თუ მიზეზი არ არსებობს, არც საერთაშორისო წესების ან პრინციპების კუთხით. მჯერა, რომ გარკვეული დროის შემდეგ, რამდენიმე კვირაში ან რამდენიმე თვეში, ევროპარლამენტში გააცნობიერებენ, რომ ერთადერთი გამოსავალი არის რეალობის გააზრება, გათვალისწინება და მიმღებლობა.
მე პირადად ვეცდები, რომ ქართველ კოლეგებთან მქონდეს კომუნიკაცია. უკვე მქონდა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის წევრებთან, ვგეგმავ თბილისში ჩამოსვლას შემდგომი პოლიტიკური მოლაპარაკებებისთვის და ვეცდები, რომ ხიდები ავაგოთ კვლავ. ევროპარლამენტარებსაც გავესაუბრები, რადგან ევროპარლამენტის მიდგომა აბსოლუტურად აცდენილია რეალობას“, – აღნიშნა ბრანისლავ ონდრუშმა.