მათე დევიძის საქმე – ე.წ. მოწმე პოლიციელი ვერ ამბობს, რა დაზიანებები მიაყენა დაკავებულმა

პოლიციელი, რომლის ჩვენების გამოც 21 წლის მუსიკოსს ციხეში 7 წლიანი მუხლით უშვებენ, ვერ ამბობს, რა დაზიანებები მიაყენა მას ბრალდებულმა. გიორგი ესტატაშვილმა სასამართლოს ჩვენება მათე დევიძის წინააღმდეგ დღეს მისცა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მოსმართლეს არმწუნებდა, რომ მას დროშის მოქნევის დროს სახე დაუზიანიდა, თუმცა რა დაზიანება მიიღო, ვერ გაიხსენა.
საქმეში დევს კიდევ ერთი ე.წ. მოწმი ჩვენება. ადვოკატები ამბობენ, რომ ჩვენებები ერთმანეთისგან აბსოლუტურად აცდენილია.
გამოიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები, მათ შორის, დაზარალებული ესტატიშვილი. ესტატიშვილმა ასეთი ჩვენება მისცა სასამართლოს, რომ ზურგის მიდამოში განიცადა ტკივილი, შემობრუნდა და დაინახა მათე დევიძე ჯოხით ხელში. მან ჩათვალა, რომ დაარტყა მათემ ჯოხი.
ჟამერაშვილმა სასამართლოს წინაშე მისცა ასეთი ჩვენება, რომ მათე დევიძემ მას ჯოხი გადაარტყა წინიდან, ხოლო დაზიანება მიიღო და ტკივილი განიცადა უკანა მხარეს, ბეჭის არეში. თვითონ დაზარალებული პოლიციელები კადრში საკუთარ თავსაც ვერ ცნობენ.
ჩვენ აუცილებლად, დასკვნით სიტყვას როცა ვიტყვით, დასაბუთებულად, არგუმენტირებულად გავაქარწყლებთ ბრალდებას ყველა ეპიზოდში, – ამბობს ადვოკატი.
თავად მათე დევიძე დანაშუალს არ აღიარებს. ამბობს, რომ ის მასობრივი დაკავებების დროს მეგობრებს იცავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო