მოსკოვიდან თბილისისკენ გამოფრენილი აზიმუტის თვითმფრინავი უკან გაბრუნდა

ავიაკომპანია „აზიმუტის“ თვითმფრინავი, რომელიც 19 თებერვალს მოსკოვიდან თბილისისკენ რეისს ასრულებდა, „ტექნიკური მიზეზების“ გამო მოსკოვისკენ, ვნუკოვოს აეროპორტში გაბრუნდა.
ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ მედიაში ვრცელდება, სადაც წერენ, რომ ავიაკომპანია მგზავრების თბილისში ჩამოყვანას სარეზერვო თვითმფრინავით უზრუნველყოფს.
„აზიმუტი“ გახდა პირველი რუსული კომპანია, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენის ნებართვა მისცა. „აზიმუტი“, „ჯორჯიან ეარვეისთან“ ერთად, არის ავიაკომპანია, რომელმაც მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულება დაიწყო. პირველი რეისი 2023 წლის 19 მაისს თბილისის მიმართულებით შედგა. რუსული კომპანია რეისებს ასრულებს როგორც თბილისის, ისე სა და ქუთაისის მიმართლებით.
ს გადაწყვეტილებით საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა 2023 წლის 15 მაისს მოიხსნა. ამავე დღეს გაუქმდა რუსეთში მოგზაურობის მიზნით საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი.
ტექნიკური გაუმართაობა „აზიმუტის“ რეისების შემსრულებელი თვითმფრინავებისთვის სიახლე არ არის. 2024 წლის ივლისში მათი ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა, მეორე კი რამდენიმე დღეში გენერატორის გათიშვის გამო ავარიულად დაეშვა.
კომპანია „აზიმუტი“ სანქცირებულია უკრაინის მიერ. რუსულ ავიაკომპანიებსა და თვითმფრინავებს უსაფრთხოების კუთხით განსაკუთრებული პრობლემები ში შეჭრის გამო სანქციების დაწესების შემდეგ შეექმნათ. დასავლურ ავიაკომპანიებსა და მწარმოებლებს აეკრძალათ ნებისმიერი სახის მომსახურების გაწევა რუსული კომპანიებისთვის, ასევე აიკრძალა მათთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდება.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

წულუკიანი: მე ვარ დასანქცირებული. ჩავთვალოთ, რომ, დღეს არ მიკეთია ბროში, მაგრამ ბროში რომ მიკეთია, იმის მაგივრად მიკეთია ყვითელი ვარსკვლავი, თუ ჩავთვლი, რომ სანქცია არის ჩემთვის ყვითელი ვარსკვლავი, რომ ვარ მე მიუღებელი

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ