მედია: პრემიერის გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ საპატრიარქოს მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული 5 ნაგებობა 1 ლარად გადასცა | კიდევ ერთ მიწას საპატრიარქო 99 წლით მიიღებს

ოლიგარქის მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ საპატრიარქოს თბილისში, ომარ ხიზანიშვილის #77 ნომერში, 1 347 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული 5 ნაგებობა გადასცა. შესაბამის განკარგულებას არალეგიტიმურმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი მ 7 თებერვალს მოაწერა ხელი.

განკარგულების მიხედვით, ფართი მანამდე ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე ფიქსირდებოდა. მიწის ნაკვეთი და შენობები საპატრიარქოს სიმბოლურ, 1 ლარად გადაეცა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ამ თანხის გადასახდელად საპატრიარქოს 1-თვიანი ვადა მიეცა.

ამავე დღეს ხელმოწერილ კიდევ ერთ განკარგულებაში წერია, რომ სახელმწიფო სამოციქულო ეკლესიას კიდევ ერთ მიწის ნაკვეთს გადასცემს. საუბარია სოფელ გლდანში, 1 314 კვ.მ სახნავ მიწაზე და მასზე არსებულ შენობაზე. ქონების მართვა/გამოყენება საპატრიარქოს 99 წლის განმავლობაში შეუძლია.

წყარო