უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა მორიგი მასირებული შეტევისთვის 167 დრონი გამოიყენა

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მასირებული შეტევისთვის 167 უპილოტო საფრენი აპარატი და ორი ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერი“ გამოიყენა. ამის შესახებ დღეს, 19 თებერვალს დილით იუწყება უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა. მისივე ცნობით, უკრაინის ძალებმა 106 დრონი ჩამოაგდეს, კიდევ 56 კი „ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.
რუსეთის დღევანდელი მასირებული შეტევის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქი ოდესა და ოდესის რაიონი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ბავშვი.
ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვის მონაცემებით, ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე დარჩა 14 სკოლა, 13 საბავშვო ბაღი და საცხოვრებელი მიკრორაიონი, სადაც 500-ზე მეტი სახლია. მერის ცნობითვე, მნიშვნელოვნადაა დაზიანებული ბავშვთა პოლიკლინიკის და ერთ-ერთი საბავშვო ბაღის შენობები.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)