Reuters-ის ინფორმაციით, დღეს, 19 თებერვალს, უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხების განსახილველად პარიზში მორიგი სამიტი გაიმართება.
მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ შეხვედრაზე ამჯერად მიწვეული არიან ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც პარიზის 17 თებერვლის სამიტს არ ესწრებოდნენ, მათ შორის არიან: ლიტვა, ესტონეთი, ლატვია, ჩეხეთი, საბერძნეთი, ფინეთი, რუმინეთი, შვედეთი და ბელგია. ასევე მიწვეულები არიან ნორვეგია და კანადა,
Reuters-ის წყაროს თქმით, ფორმატი იქნება ჰიბრიდული და მასში ვიდეოჩართვითაც მიიღებენ მონაწილეობას.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ორშაბათს, 17 თებერვალს, უმასპინძლა ევროპული ქვეყნების ლიდერების საგანგებო შეხვედრას, მათ შორის იყვნენ: დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, პოლონეთი, დანიის და ნიდერლანდების ლიდერები, ასევე ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები და ნატოს გენერალური მდივანი.
17 თებერვალს გამართული შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. ეს იყო მცდელობების ნაწილი, რათა შეეფასებინათ, როგორ გამოიყურებოდა უკრაინის უსაფრთხოების პოტენციური გარანტიები და როგორ უნდა მოძრაობდეს ევროპა უფრო სწრაფად თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად, როდესაც აშშ-ს ადმინისტრაცია აჩქარებს მოლაპარაკებებს უკრაინასა და რუსეთს შორის სამწლიანი ომის დასასრულებლად.
