„შეგეძლოთ გარიგება დაგედოთ“ — ტრამპი უკრაინაში ომზე და არჩევნების საჭიროებაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადანაშაულა რუსეთთან ომის ვერ აცილებაში, ასევე თქვა, რომ ს რეიტინგი 4%-ია და ში ს საჭიროებაზე მიუთითა.
ტრამპის განცხადებებს წინ უძღოდა ს მოლაპარაკებები, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართა და სადაც უკრაინა წარმოდგენილი არ ყოფილა.
„მე ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც მოხდა. სამი წელია ამას ვუყურებ. ეს არის ომი, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი… ისინი უკმაყოფილოები ყოფილან, რომ არ აქვთ ადგილი [მოლაპარაკების] მაგიდასთან. მათ ჰქონდათ ადგილი 3 წლის განმავლობაში და მანამდე დიდი ხნით ადრე. ძალიან მარტივად შეიძლებოდა მოგვარება. გამოუცდელი მომლაპარაკებელიც შეძლებდა დიდი ხნის წინ მოეგვარებინა, ბევრი ტერიტორიის დაკარგვის გარეშე, მცირე მიწებით, ადამიანების სიკვდილის გარეშე… ვფიქრობ, მე მაქვს ძალა, დავასრულო ეს ომი და ეს ძალიან კარგად მიდის. მაგრამ დღეს მოვისმინე, რომ „ოო, ჩვენ არ დაგვპატიჟეს…“ სამი წელი იქ იყავით, უნდა დაგესრულებინათ… არასდროს უნდა დაგეწყოთ, შეგეძლოთ გარიგება დაგედოთ“, — განაცხადა ტრამპმა.
ტრამპი ირწმუნება, რომ თავად შეეძლო უკრაინაზე ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომ არავინ დაღუპულიყო და თითქმის მთელი ტერიტორიები შენარჩუნებულიყო.
მისივე თქმით, უკრაინის ტერიტორიის 20% მუდმივად იბომბება რაკეტებით, და მოსკოვს რომ სდომებოდა, კიევშიც ანალოგიური სიტუაცია იქნებოდა.
დონალდ ტრამპმა ასევე დასვა კითხვები, სად წავიდა ამერიკული დახმარება უკრაინისადმი.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ გასულ კვირას თქვა, რომ მას არ მიუღია იმ თანხების ნახევარიც კი, რომელიც აშშ-მ გადასცა კიევს, როგორც ჩანს, 350 მილიარდი დოლარი. კარგი, შეიძლება ცოტა ნაკლები, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი თანხაა. მაგრამ სად არის მთელი ეს ფული? მე არასოდეს მინახავს მონაცემები“, — დასძინა ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ უკრაინაში, სადაც საომარი მდგომარეობაა, არჩევნები არ ჩატარებულა, ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი კი 4%-მდე დავიდა.
„მე ვიტყოდი, რომ, იცით, როცა მათ სურთ მაგიდასთან ადგილი, უკრაინელ ხალხს არ მოუწევს თქვას: „იცით, დიდი ხანია, რაც არჩევნები არ ჩატარებულა?“. ეს არ არის რუსეთის [საკითხში], ჩემგან და ბევრი ქვეყნისგან მოდის“, — თქვა ტრამპმა.
ტრამპმა არ განუმარტავს, საიდან მოიტანა ეს მონაცემები. ზელენსკის 4%-იანი რეიტინგის შესახებ. კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის 2024 წლის დეკემბრის კვლევით, უკრაინელების 52% ენდობა ზელენსკის და 39% კი უნდობლობას უცხადებს.