პენტაგონი -ის ავიამზიდს ისრაელის სიახლოვეს ტოვებს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა გასცა ბრძანება აშშ-ის ავიამზიდი USS Gerald R. Ford-ი და კიდევ ერთი საბრძოლო ხომალდი რამდენიმე კვირის განმავლობაში დარჩეს ხმელთაშუა ზღვაში, რათა ორი ხომალდი შენარჩუნდეს ისრაელის სიახლოვეს, რომელიც ომს აწარმოებს აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ “ჰამასთან” – აცხადებენ აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები.
ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ამ ავიამზიდს ადგილზე ყოფნის ვადას უხანგრძლივებენ, რაც ხაზს უსვამს რეგიონში მღელვარების შესახებ შიშებს, ღაზაში ისრაელის მიერ წარმოებული ომის ფონზე.
აშშ რეგიონში ორი ავიამზიდითაა წარმოდგენილი, რაც ბოლო წლებში იშვიათად ხდებოდა. პენტაგონმა რეგიონში თავისი სამხედრო წარმომადგენლობა გაზარდა “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე: სამწუხაროა, რომ ასეთი ანგარიში შევიდა რეზოლუციაში – ამის დიაგნოზია ის, რომ თავიანთი უნიათობით, არასწორი პოლიტიკით ეკლესიისადმი მივიდნენ ამ მდგომარეობამდე, რომ საქართველოში ანტიევროპული განწყობები მატულობს