გივი მიქანაძე სერბეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს ევროსაბჭოს დამკვირვებლის სტატუსით აკვირდება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ბელგრადში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში სერბეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მასთან ერთად ს მონიტორინგის გუნდში არის ესპანეთის სენატის სენატორი ლაურა კასტელო.