„აზიმუტის“ თვითმფრინავმა „ტექნიკური მიზეზის“ გამო მოსკოვი-თბილისის რეისი ვერ შეასრულა

ავიაკომპანიის საიტზე გამოქვეყნებული მოკლე ცნობით, თვითმფრინავი მოსკოვში დაბრუნდა „ტექნიკური მიზეზის“ გამო. კონკრეტულად რა პრობლემა შეექმნა თვითმფრინავს, მითითებული არ არის. ნათქვამია, რომ თბილისში მგზავრებს ჩაიყვანენ „სარეზერვო ბორტით”.
„აზიმუტის“ თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 19 თებერვალს 05:00 საათზე უნდა დაშვებულიყო. აეროპორტის საიტზე, რეისების ჩამონათვალში მითითებულია, რომ მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან „აზიმუტის“ ეს რეისი გადადებულია.
საიტზე გამოქვეყნებულ განრიგში მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან „აზიმუტის“ თვითმფრინავის ჩამოსვლის მომდევნო დროდ მითითებულია 14:20 საათი.
„აზიმუტი” პირველი რუსული ავიაკომპანიაა, რომელმაც საქართველოში რეისების შესრულება დაიწყო 2023 წლის მაისიდან, მას შემდეგ რაც რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აღდგა.
რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას პროტესტი მოჰყვა საქართველოში და კრიტიკა უკრაინის და დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან.
„აზიმუტი” თბილისის გარდა დან ავიარეისებს ასრულებს ბათუმსა და ქუთაისში.
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების შედეგად რუსული ავიაკომპანიები ვეღარ ყიდულობენ ახალ სათადარიგო ნაწილებს და თავიანთ თვითმფრინავებს უცხოეთში ვეღარ აგზავნიან ტექნიკური შემოწმებისა და მომსახურებისთვის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს სამხედრო დახმარების დაპაუზებაზე – თავდაცვის მინისტრს, სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს, დიპლომატებს დავავალე, დაუკავშირდნენ კოლეგებს შტატებში და ოფიციალური ინფორმაცია მიიღონ

გიგა ბოკერია – „ქართული ოცნების“ ინიციატივები არის დრაკონული და სამარცხვინო – რაც შეეხება მედიის შესახებ კანონს, შინაარსობრივ რეგულაციებზე გადასვლა, რომელიც აქამდე თვითრეგულირებაზე იყო, ნიშანია, რომ ჩაახშოს მედიის ხმა