აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, შესაძლოა, მიმდინარე თვის ბოლომდე შეხვდეს.
მარ-ა-ლაგოში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე, შედგება თუ არა შეხვედრა თვის ბოლომდე, დონალდ ტრამპმა უპასუხა : „ალბათ“.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირას ტელეფონით 90 წუთის განმავლობაში ისაუბრეს.
