რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მასპინძლობას სთავაზობს

თურქეთის პრეზიდენტი რეჰეფ თაიფ ერდოღანი რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობას თურქეთში სთავაზობს. ამის შესახებ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
სამშვიდობო პირობებთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციის ჩამოყალიბებისას, ერდოღანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი “უდავოა”.
როგორც ცნობილია, დღეს საუდის არაბეთში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე უკრაინელი ოფიციალური პირები არ ყოფილან მიწვეული.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)