ბადრი ჯაფარიძე – ქვეყანა მიექანება უფსკრულისკენ

“ქართულ ოცნებას” მიტაცებული არჩევნების შედეგად მიტაცებული აქვს ხელისუფლება და ამას არ შეეგუებიან თანამოქალაქეები, რომლებიც გრძნობენ, განიცდიან თავისი ქვეყნის მომავალს და განიცდიან იმას, რომ ქვეყანა მიექანება უფსკრულისკენ , – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
ჯაფარიძის შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი „უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის“ განმუხტვა მხოლოდ ახალ, სამართლიან არჩევნებს შეუძლია.
“პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ “ქართული ოცნება” ვერ მიხვდება, რომ ძალადობით, ადამიანების დაჭერით, ფინანსური ძალადობით ვერ გატეხს ჩვენი თანამოქალაქეების ნებას. თანამოქალაქეები, ვინც ახლა აქ [რუსთაველის გამზირზე] იმყოფებიან, ჩვენი ქვეყნის გულწრფელი პატრიოტები არიან, რომლებსაც სურთ ჩვენი ქვეყნის ნორმალური განვითარება და მისი ევროპულ ოჯახში ინტეგრირება. ეს ადამიანები არ დათმობენ თავის ქვეყნის ამ მომავალს, სახელმწიფოს არ დათმობენ, ამიტომ, ეს პროტესტი გაგრძელდება. ეს არის გარდაუვალი – სანამ არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რომ კრიზისი უნდა განიმუხტოს და კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები. ყველა კვლევაში ჩანს, რომ ჩვენი თანამოქალაქეების 80%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, მათ შორის, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებიც ასე ფიქრობენ. ამ კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ხალხი გადაწყვეტს, ვის უნდა ანდოს თავისი ქვეყნის განვითარების მანდატი.
“ქართული ოცნებას” მიტაცებული არჩევნების შედეგად მიტაცებული აქვს ხელისუფლება და ამას არ შეეგუებიან ის თანამოქალაქეები, რომლებიც გრძნობენ, განიცდიან თავისი ქვეყნის მომავალს და განიცდიან იმას, რომ ქვეყანა მიექანება უფსკრულისკენ”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან